კომუნიკაციების ეროვნული კომისია: პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ნოემბერს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, შესაბამისად მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამებისა და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს და საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“, ასევე, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები“,- აცხადებენ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი