მაკა რაზმაძე: დევი ჭანკოტაძე კიტოვანის რკონში გასვლიდან მახსოვს

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის ვიდეომიმართავის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე აღნიშნა, ორმაგი სტანდარტები “ტეხავს”.
“დევი ჭანკოტაძე კიტოვანის რკონში გასვლიდან მახსოვს. მერე თბილისის ზღვაზე და ბოლოს თბილისის ომში. ორმაგი სტანდარტი არ ტეხავს? სხვებს მაშინ მოღალატეებად ნუღარ აცხადებთ, როცა დევი გმირია”, – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალმა, დევი ჭანკოტაძემ ჯარს და ამომრჩეველს მიმართა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები