გიორგი თავდგირიძე: არსად არ თქმულა ქართველი სამხედროები სამხედრო სამსახურისთვის უნდა დაისაჯონო

სამხედრო ექსპერტი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში, სამხედროების თემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„დაიწყო მორიგი ისტერია. მკვლელი და კრიმინალი გინდა ფორმიანი იყოს გინდა უფორმო დამნაშავეა და აპრიორში მისი დასჯა რა ეროვნულ ტრაგედიად აქციეთ? ეს თეორიულად და პრაქტიკულად არსად არ თქმულა ქართველი სამხედროები სამხედრო სამსახურისთვის უნდა დაისაჯოსო. ათეული ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმტოვებლები და ათასობით ქართველი ჯარისკაცების გამწირავების ფარისევლური ისტერია პატრიოტულ თემებზე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები