გრიგოლ ვაშაძის მეუღლე: რუსული ენა ჩემი შვილისთვის მშობლიური იქნება

მას მერე, რაც გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ამერიკული „American Ballet Theatre“ დატოვა და საქართველოში გადაწყვიტა მოღვაწეობის გაგრძელება, მან რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ თავისი ცხოვრები და გეგმების შესახებ ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუ 2008 წლის 2 ივლისს შედგა.
ჟურნალისტმა ნინო ანანიაშვილს არამხოლოდ მის უშუალო საქმიანობასა და კარიერასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები, არამედ დაინტერესდა, მისი უკვე მინისტრი მეუღლის გეგმებითა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებითაც. კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ნინო ანანიაშვილმა თავისი პოზიცია შემდეგნაირად გაახმოვანა:
„ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ისტორიისა და იმ სისხლის მდინარეების შესახებ უნდა გავიხსენოთ, რომელიც ერთმანეთისთვის დავღვარეთ, ჩვენი ნათესაობისა და მეგობრობის შესახებაც. თუ კი უცაბედად, შემთხვევით, ეროვნული ხასიათების მიუხედავად, ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ და გონივრული ქცევის მსოფლიოსთვის გაუგონარ მაგალითს ვაჩვენებთ, მომავალში უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ახლა გვეჩვენება.“
ჟურნალისტი დაინტერესდა ასწავლის თუ არა ის თავის იმ დროს 2 წლის ქალიშვილს რუსულ ენას, რაზეც, გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ უპასუხა, რომ „რუსული ჩემი ელენესთვის მშობლიური ენა იქნება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები