ემზარ კვიციანი: ჰააგის სასამართლოზე სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატის ემზარ კვიციანის თქმით, უმაღლესი მთავარსარდალია ყველაფერზე პასუხისმგებელი და არაფერ შუაშია სამხედროები, ამიტომ, როგორც მან განაცხადა, ჰააგის სასამართლო პროცესზე სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
„უმაღლესი მთავარსარდალია ყველაფერზე პასუხისმგებელი და არაფერ შუაშია სამხედროები, რადგან ისინი ასრულებდნენ ბრძანებას და ვინც გასცა ბრძანება ქვეყნის საზიანოდ, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ზოგიერთი ვითომ ოპოზიციონერი რომ იძახის, შეცდომა მოუვიდაო, სწორედ ეს არის დიდი შეცდომა. სააკაშვილმა შეგნებულად, მის გუნდთან ერთად ჩაიდინა კოლექტიური ღალატი, რათა დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც გვაქვს. სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეებს, რომ ჩააბარებდა ტერიტორიებს. რუსეთიდან იყო დიდი მოწადინება, დაგვეკარგა აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ 14 წელი ვიცავდით და ასევე ცხინვალის დარჩენილი სოფლები, რომელიც ავტონომიაში შედიოდა და საქართველო აკონტროლებდა“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები