10 თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54% ტურისტია

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, 10 თვის მონაცემებით, 129,426 ტურისტს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით მეტია. (2017 წელი – 101,590 ტურისტი).
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. ათი თვის მონაცემებით, ჩვენი აეროპორტით 512, 386 მგზავრმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ აქედან 54% საერთაშორისო მოგზაურია, რომელიც ტურისტული მიზნებით შემოდის საქართველოში. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშოები“,-აცხადებენ ,,საქართველოს საქართველოს გაერთიანებაში“.
ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები