გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატებისა და აუდიტის ოფისების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ქალაქ კიევში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად მიმოიხილა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმები, კერძოდ, აქტივობები დაკავშირებული პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერებასთან, ელექტრონული სწავლების დანერგვასთან, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლების გაძლიერებასთან, პარლამენტის კვლევითი ცენტრის რეორგანიზებასა და დამატებითი ფუნქციებით აღჭურვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ შედეგებთან. გამოსვლის მეორე ნაწილი ღია პარლამენტის კონცეფციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიღწევების გაზიარებას და პარლამენტის აპარატის როლზე საუბარს დაეთმო. ყურადღება გამახვილდა გაზრდილ შესაძლებლობებზე მოქალაქეთა ჩართულობასთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, ანგარიშგებასთან, გამჭვირვალობასა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით.
კონფერენციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ რეფორმებსა დამიმდინარე საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს.
კონფერენციაში უკრაინის პარლამენტის აპარატის უფროსი და ხელმძღვანელობა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსი, საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, გერმანიისა და ბრიტანეთის პარლამენტის აპარატებისა და აუდიტის ოფისების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსებს შორის 2018 წლის სექტემბერში გაფორმებული „თბილისის მემორანდუმის” ფარგლებში შექმნილი ქსელის აქტივობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები