ფონიჭალაში კორპუსის მეორე სართულზე სავარაუდოდ, დედა-შვილია ჩარჩენილი

ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის მე-2 სართულზე ფილაა ჩავარდნილი, რომლის ქვეშაც, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი.
სამართალდამცველების თქმით, ისინი დედა-შვილს ეძებენ და მათ მოსაძებნად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია 3 ადამიანი. სამართალდამცველებმა სადარბაზოს ევაკუაცია უკევ განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში აფეთქება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები