მცხეთაში ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა

ჰაერის ხარისხის მობილური სადგურის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს რეგიონებში ჰაერის ხარისხის განსაზღვრა, ამჯერად ავტომატური სადგური მცხეთაში, ტურისტულ ზონაში განთავსდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მცხეთის ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
ჩატარებული კვლევის შედეგებს ადგილზე სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე გაეცნო.
“მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა. მიღებული შედეგების შეფასება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები