დოდო ხურცილავა: ნუთუ არ შეეძლო ბატონ გრიგოლს მეუღლისთვის ეკითხა, როგორ შეიძლება თეატრმა შეინახოს თავი, მხოლოდ ბილეთების გაყიდვით? (ვიდეო)

მე ვერ ვხდები ერთს, ნუთუ არ შეეძლო ბატონ გრიგოლს ეკითხა თავის მეუღლისთვის: როგორ შეიძლება თეატრმა შეინახოს თავი, მხოლოდ ბილეთების გაყიდვის მეშვეობით? – ასე გამოეხმაურა თეატრთმცოდნე დოდო ხურცილავა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.
როგორც დოდო ხურცილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, დღეს ის ფინანსებიც არაა საკმარისი, რომელიც თეატრებისთვის არის გამოყოფილი. მისივე თქმით, საჭიროა, ხელი შეეწყოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ თეატრებს.
„ამის შესახებ არის აზრთა სხვადასხვაობა თეატრთმცოდნეებს შორისაც. მე მაქვს ძალიან მტიკიცედ ჩამოყალიბებული აზრი ამათთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ მე ვარ ერთ-ერთი კომისიის წევრი, რომელსაც ეხება თეატრებში მთავარი რეჟისორების და ხელმძღვანელების დანიშვნის რეკომენდაციების გაწევა, ამას გარდა მე დავდივარ ფესტივალებზე. მთელი ზაფხული რამდენიმე ფესტივალზე გავატარე ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში და ვნახე, დადის თუ არა ხალხი თეატრში. ხალხი კი არ დადის თეატრში, არამედ ადგილები არ იყო არასდროს არცერთ სპექტაკლზე, რომელსაც ჩვენ დავესწარით.
მე ვერ ვხდები ერთს, ნუთუ არ შეეძლო ბატონ გრიგოლს ეკითხა, თავის მეუღლისთვის: როგორ შეიძლება თეატრმა შეინახოს თავი მხოლოდ ბილეთების გაყიდვის მეშვეობით, როგორ შეიძლება ოპერის თეატრი გავათბოთ ბილეთებით, არაფერს ვამბობ ხელფასებზე, არა მგონია შესაძლებელი იყოს დღეს ბილეთების ფულით ამის გაკეთება.
უცხოეთში არის პრაქტიკა, როცა იქმნება ქველმოქმედთა საბჭოები, რომლებიც აფინანსებენ თეატრს, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. ეს ასე არ იყო ყოველთვის. ასეთი ქველმოქმედები ყოველთვის არ იყვნენ.
როცა შეიქმნება ვითარება, შეიქმნება კანონი, რომლის თანახმადაც, ქველმოქმედების შემთხვევაში, ადამიანს, ბიზნესმენს აკლდება საშემოსავლო გადასახადის რაოდენობა, მაშინ შესაძლებელია, რომ ეს ასე იყოს.
ის თანხა, რითაც დღეს თეატრები ფინანსდება, არ არის საკმარისი, მაგრამ მეტი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები აქვთ მინიმალური, აბა, გაუბედე და უთხარი, დაანებე თავიო. ყველაფერს დაანებებს თავს და იმას ვერ დაანებებს, ის მისი სიცოცხლის ნაწილია. ამის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ვერცერთ მსახიობს ვერ ათქმევინებ სამსახურში მივდივარო, მათ შორის ვერც მე, მე ხომ მსახიობი არ ვარ, ვმუშაობ თეატრში. სად მიდიხარო რომ მეკითხებიან, ვპასუხობ – თეატრში და არა სამსახურში. ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იგებს. მათ მორალურ პრინციპებში არ ჯდება“, – განაცხადა დოდო ხურცილავამ.
ცნობისთვის, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისაუბრა. შეხვედრა ვაშაძესა და სტუდენტებს შორის 2017 წლის 9 მარტს გაიმართა.
“შეიძლება საქართველო 48 პროფესიულ თეატრს ინახავდეს? ვითომ პროფესიულ თეატრს, სადაც 80-იანი წლების დასაწყისიდან არავის შეუხედავს?
როდესაც ეკონომიკურ საწყისებზე ვსაუბრობთ, ეს ეკონომიკური საწყისები გამორიცხულია, რომ ჩვენ დავაფუძნოთ, იმაზე, რომელზეც გვინდა, თუ არ გვექნა მართლა დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები