„4 ბავშვი იძინებს იმ იმედით, რომ „საჭმელი ხვალ იქნება“ – ლილოს დაჟანგული ვაგონი, სადაც 6 ადამიანი „ცხოვრობს“

0

4 ბავშვი და მათი მშობლები ვაგონში ცხოვრობენ. დიახ, ეს მათი სახლია, სადაც ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ხოლო ზამთარში აუტანელი სიცივე სუფევს.
მამა ადრე მუშაობდა და ქირის გადასახადი თანხა ჰქონდა, მაგრამ როდესაც იგი ავად გახდა და მუშაობა ვერ შესძლო, ოჯახი საცხოვრებლად დაჟანგულ ვაგონში გადაიყვანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს.
„ზამთარში სიცივისგან ვიყინებით, ხოლო ზაფხულში აქ ისე ცხელა, როგორც გაზქურის ღუმელში…თუმცა ეს მაინც სჯობს ღია ცისქვეშ ცხოვრებას…“, – ამბობს 4 შვილის დედა მინაია აჯალოვა. მეზობელი ეზოდან წყლის მოტანაში დედას შვილები ეხმარებიან.
წარმოგიდგენიათ, რამდენი წყალი სჭირდება 6 სულიან ოჯახს?! თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის – აჯალოვებს ონკანიც არ გააჩნიათ.
საცხოვრებელი ფართი და „სველი წერტილები“ ერთ სივრცეშია განთავსებული. დიახ, მათ ერთ სივრცეში სძინავთ, ამზადებენ სადილს, იბანენ ტანს, ხოლო ტუალეტი „ოთახისგან“ მხოლოდ ფარდით არის აფარული.
მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მინაია მაინც ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს და ელემენტარული „კომფორტი“ შექმნას.
აჯალოვები ხშირად შიმშილობენ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვებს მშივრებს დაუძინიათ იმ დაპირებით, რომ „საჭმელი ხვალ იქნება“.
უჭმელობისა და სიცივისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ისინი მოვინახულეთ, პატარა ლუკას მაღალი სიცხე ჰქონდა, ხოლო მშობლებს წამლის ყიდვის არანაირი საშუალება არ აქვთ. ისინი არჩევანის წინაშე დგანან: ან წამალი ან პური?!
„აჯალოვების ოჯახი ცდილობს ამ სიდუხჭირეს დააღწიოს თავი. მამა მუშაობს მთელი დღე, თუმცა მიზერული შემოსავალი არ იძლევა აუტანელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას. მეგობრებო, ვიწყებთ აქციას ამ ოჯახის მხარდასაჭერად! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჯალოვების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/384-zhizn-v-vagone/ “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი