ფონიჭალაში აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ჩვილია (ვიდეო)

თბილისში, ფონიჭალაში აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულის ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილია.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
როგორც “კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, დამწვრობის ცენტრში გადაყვანილია 3 პაციენტი.
შემთხვევა დღეს დილით, 09:30 საათზე მოხდა.
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები