მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, გუშინ ღამით ჟინვალის წყალსაცავში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის მძღოლის, 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოემბერს, ღამით გადავარდა.
მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა გუშინ წყალსაცავში, მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყვიტა. დღეს კი, სამძებრო სამუშაოები 07:30 საათიდან განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები