თეა წულუკიანი: მაქვს კითხვა, როგორ მოხდა, რომ მთავარი მტკიცებულება – „ისკანდერი” – გადაეცა თუნდაც მეგობარ ქვეყანას ისე, რომ არ იქნა მტკიცებულებად ცნობილი

„მე მაქვს კითხვა, როგორ მოხდა, რომ მთავარი მტკიცებულება – „ისკანდერი” – გადაეცა თუნდაც მეგობარ ქვეყანას ისე, რომ არ იქნა მტკიცებულებად ცნობილი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
„რუსეთმა იკადრა და თქვა სტრასბურგში, რომ „ისკანდერი“ არ ჩამოვარდნილა, ეს ფოტოშოპია. სხვათა შორის, როდესაც მე მივალ პარლამენტში, კითხვა მექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც გორში ისკანდერი ჩამოვარდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვნებმა ამერიკელებს გაატანეს ეს მტკიცებულება და ჩვენ სანთლით ვეძებდით ამ „ისკანდერს“, მხოლოდ წელს დავაბრუნეთ ამერიკიდან 800 კილო ნივთმტკიცება, როგორ მოხდა, რომ მტკიცებულება გაატანეს სხვა ქვეყანას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას ისე, რომ ეს მტკიცებულება არ დამაგრდა გამოძიების მიზნებისთვის, არ იქნა მტკიცებულებად ცნობილი. მტკიცებულებად გაფორმების შემდეგ შეიძლება გადასცე დროებით მეგობარ ქვეყანას, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მტკიცებულებად გაფორმებამდე გადაეცა, – ეს კითხვები არის”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები