თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. კერძოდ, ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონსაც. კერძოდ, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრის), სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების და სამხედრო გზატკეცილის მცხოვრებლებს.
ასევე, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ბესარიონ ჟღენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”,- ნათქვამია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები