რომან გოცირიძე თამარ ჟვანიაზე: ამ ქალს სინდის-ნამუსი აქვს?!

 

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არჩევნების დღის უქმედ გამოცხადება, ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.
როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, დღეში ქვეყანაში 115 მილიონი ლარის საქონელი და მომსახურება იქმნება, რომლის საკმაო ნაწილი დაკარგულია.
“საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში უქმე დღეების რაოდენობით. სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა და მისი უქმე დღედ გამოცხადებაღა აკლდა ქვეყნის ეკონომიკას.
დღეში ქვეყანაში 115 მილიონი ლარის საქონელი და მომსახურება იქმნება, რომლის საკმაო ნაწილი დაკარგულია.
ვთქვათ, ეს არაფერს ნიშნავს. ვთქვათ, მისი აშკარა პოლიტიკური მიზნების მიუხედავად, შედეგს მაინც ვერ მოუტანს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებში.
ზნეობას რა ვუყოთ-ამ ქალს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სინდის-ნამუსი აქვს?!,-წერს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები