არჩევნების დღე უქმე იქნება

არჩევნების დღე – 28 ნოემბერი უქმე იქნება. საარჩევნო კოდექსის მეექვსე მუხლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.
კანონმდებლობა ადგენს, რომ არჩევნების დღე უქმეა. საპრეზიდენტო არჩევნების შეზღუდვა მხოლოდ პირველ ტურს ეხება და პირდაპირაა მითითებული, რომ კენჭისყრის დღე უნდა იყოს კვირა. მეორე ტურთან დაკავშირებით კი მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს და საარჩევნო კოდექსში წერია, რომ მეორე ტური ინიშნება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან ორი კვირის თავზე.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები