ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს ჩატარდება. შესაბამის ბიულეტენებს ცესკო-ს წარმომადგენლები საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის, 28 ნოემბრისთვის ჩამოიტანენ.

ამასთან, საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები