ოპოზიციის პრეტენზიებს თამარ ჟვანია პასუხობს: არჩევნები სამუშაო დღესაც ჩატარებულა, თუმცა პრობლემა არ შექმნილა

არჩევნები სამუშაო დღესაც ჩატარებულა, თუმცა საზღვარგარეთ ოლქებში პრობლემა არ შექმნილა,-ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა პრეტენზიებს არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით.

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ არჩევნები შუა კვირაში დაინიშნება, საზღვარგარეთ მათი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ვერ მივლენ. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით კი, მათ გადაამოწმეს და 2008 და 2012 წლებში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდა, საზღვარგარეთ ოლქებში პრობლემა არ შექმნილა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ უპასუხა. მისი თქმით, ცესკო მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ინსტიტუტია, რაც საარჩევნო კომისიამ პირველ ტურში დაამტკიცა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს. ამის შესახებ მათ განცხადებაც გაავრცელეს.
7 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები