ცესკოს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟვანიამ რეგლამენტიდან გამომდინარე მიიღო, ვინაიდან დაუშვებელია სხდომას პარტიიდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდეს.
თამარ ჟვანიას აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თინათინ ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა.
რაც შეეხება სხდომას, რომელიც 19.00 საათზე დაიწყო, კომისიის რამდენიმე წევრი მოითხოვს, რომ სხდომა გადაიდოს და 17 ნოემბერს ჩატარდეს, ასევე, მათ დააყენეს მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ ან 2 დეკემბერს გაიმართოს, ვინაიდან აღნიშნული დღეები არასამუშაოა, რაც ერთი მხრივ სტუდენტებს, ასევე, სხვადასხვა ქალაქში დასაქმებულ ადამიანებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. კომისიის წევრთა ნაწილის განცხადებით, არასამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანებისთვისაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები