მარნეულში 16 წლის მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში 16 წლის მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები