ნინო გოგუაძე: უპრეცედენტოა ასეთი მხარდაჭერა და შეფასებები, რომლებიც ევროპარლამენტის წევრების მხრიდან ამ დღეებში მოვისმინეთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე გამართულ დებატებს და ევროპარლამენტარების მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა.
„უპრეცედენტოა ასეთი მხადაჭერა და შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტის წევრების მხრიდან მოვისმინეთ ამ დღეებში. ის პოზიტიური განცხადებები, რომელიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური პროცესების მიმართ გაკეთდა ევროპარლამენტში, ბუნებრივია, ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენმა მოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ სიკეთით, რასაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები