სოფელ მუგარეთში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

,,განხორციელებული პროექტი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.

სპორტული მოედნების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 460 ლარით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წელს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კიდევ 6 ახალი მინი მოედანი მოეწყობა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები