გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: ყველა ცდილობს, დამფინანსებელს მოაწონოს თავი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„ყველა ცდილობს, მოაწონოს თავი დამფინანსებელს – მათ, ვინც არა მარტო აფინანსებს, არამედ რევოლუციურ გეგმებსაც უწერს და შემდეგ ამაზე პასუხს სთხოვს. ყველა ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც უფრო ხისტი, უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მქონე. ასე რომ, კამათი არსებობს, რასაკვირველია, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის დაზიანება, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია ამისათვის. ზოგნი ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, ვინაიდან პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. ზოგი ფიქრობს, რომ გამიჯნულები და ქუჩაში გამოსულები უფრო მეტი ზიანის მომტანები იქნებიან. შეჯიბრება მიმდინარეობს იმაზე, ვის მეტი დესტაბილიზაციის რესურსი გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.