გიორგი ვოლსკი: საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საკმაოდ ხისტად შლიან მიტინგებს

„საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საკმაოდ ხისტად შლიან მიტინგებს, მათ შორის ხდება ისიც, რომ ადამიანები არა თუ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს კარგავენ, „- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარიზში აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

„აქ არ არის ლაპარაკი ორმაგ სტანდარტზე, აქ უფრო მძიმე სურათი გვაქვს, ის, რომ საქართველოში უნდათ გარკვეული პროცესების განვითარება და სწორედ ამ თემას – როდესაც პოლიცია იძულებულია დაუპირისპირდეს აქციის მონაწილეს, იყენებენ იმისათვის, რათა ეს აქციები კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და მძიმე შედეგები მოიტანოს, იმისათვის რათა რევოლუციურ პროცესს არ ჰქონდეს რაიმე შეფერხება, განვითარდეს და პირიქით უფრო მძიმე შედეგების მომტანი გახდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარიზში, პირველი მაისის დემონსტრაცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია 50 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები