მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციონერებისთვის

„ფაქტებით, მტკიცებულებებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რეალურად დღეს საქართველოს აქვს არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ეს ეკონომიკური ზრდა რეალურად დგას თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მსოფლიო ბანკის მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

„ვიღაცისთვის საბედნიეროდ, იმავდროულად, ვიღაცისთვის სამწუხაროდ, ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებისთვის, ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. საქართველო აღმავლობის გზას ადგას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, არამედ ამ ეკონომიკური მაჩვენებლების სამართლიანად გადანაწილების ნაწილშიც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 2027 წლის ჩათვლით საკუთარ სარეკორდო გაუმჯობესებას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები