ეკა ბესელია: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ჩვენი პრიორიტეტია და პასუხისმგებლობით ვეკიდებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა მმართველი გუნდისათვის პრიორიტეტია. როგრც მან განაცხადა, ეს პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„ევროპარლამენტის ანგარიშში რეკომენდაციებზე და ზოგადი ხასიათის მითითებებზე ვამბობთ, რომ რეფორმა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში, უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს ჩვენი პრიორიტეტია და ამ პროცესს პასუხისმგებლობით ვეკიდებით.
დადებითი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ევროპარლამენტარები და საკითხის მომხსენებელი საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები