ანრი ოხანაშვილი: გახარია არ გაურბის არაფერს, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მოვა და გაგვცემს პასუხებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატთა შორის პოლიტიკური შეფასებები და დებატები მოჰყვა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციის დადგენილების თემას. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.
„პოლიტიკური განცხადებებისთვის იქნება შესაბამისი დრო, თუმცა ირაკლი, ოთარ, კოლეგებო ეს საკითხები რაზეც თქვენ საუბრობთ ჩვენ მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც და იმ პროექტშიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ერთმნიშვნელოვნად გვაქვს დაფიქსირებული.
ამიტომ ლოგიკა იმის, რომ ჩვენ ინტერესი არ გვქონდეს, ეს საკითხები რაც შეიძლება შესაბამის ვადებში არ განვიხილოთ, ტყუილია და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას, იმიტომ რომ ჩვენ მიერ არის დაყენებული, რომ ჩავიხედოთ რეზოლუციაში და იმ პროექტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ჩვენ მიერ არის დაყენებული ის საკითხები, რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ჩვენი ინტერესი ნათელია, გვაქვს ინტერესი, ამ საკითხებზე მივიღოთ პასუხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ არის იმის, რომ მოვიდეს.
თქვენს განცხადებებშია პრობლემა, რომ ხართ არაობიექტურები და ამბობთ, რომ არ არის შედეგი.
საუბარი იმაზე, რომ არის თუ არა ინტერესი, ძალიან დიდია ჩვენი შედეგები რა შედეგებიც აქამდე იყო, არ ვართ კმაყოფილი და ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია, ამიტომ დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომლებიც თქვენ ვერ წარმოგედგინათ, რომ დავაფიქსირებდით. დიახ, გავეცით დავალება, რომ ეს საკითხები უნდა შესრულდეს. ამ საკითხებზეც მოვა შინაგან საქმეთა მინისტრი, გაგვცემს პასუხებს. მისი მზაობა გაცხადდა, პოლიტიკური მზაობა არის, არავინ არ გაურბის არაფერს. არსად გასაქცევი არ არის ეს საკითხი. შესაბამისად, ეს საკითხები იქნება ის თემა, რომელზეც ჩვენ ძალიან ინტენსიურად მოგვიწევს მსჯელობა. ყველას მოუწევს პასუხის გაცემა რა ხდება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ის პოლიტიკური განცხადება, ნაძვის ხის ნაცვლად და ა.შ. არ არის კორექტული. ინტერპრეტაცია გეხერხებათ.
ჩვენთვის ადამიანები და ისინი, ვინც რუსთაველზე დგანან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრიც და მათი პოზიციაც. ასე, რომ ის სურვილი ვიღაც-ვიღაცების, რომ მოხდეს დარბევები და ასე შემდეგ, არ მოხდება,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები