არქიმანდრიტი ბართლომე: წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და მათი წამებით იყო დაკავებული

წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, ადამიანების წამებით იყო ციხეში დაკავებული და გარეთაც, – ამის შესახებ ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
არქიმანდრიტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა.
„ჩემი დამოკიდებულება და გახსნილობა პოლიტიკურ პროცესთან იქიდან გამომდინარეა, რომ როცა ეროვნული მოძრაობა იყო და სკოლაში დავდიოდი, ზვიადის მთავრობა მოდიოდა, იქიდან აქტიურად ვიყავი ჩართული, მიტინგებიდან ჩემი თავი მახსოვს. დღეს ძალიან დაძაბული სიტუაციაა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, თუ რა საშიშროების და საფრთხის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. არსებობს ოქროს წესი, რომელიც სახარებისეულია, წმინდა წერილში წერია – “რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ, სხვას ნუ გაუკეთებ”. მე რაც გამიკეთეს, შეიძლება ვერ მოახერხეს, მაგრა, მცდელობა რისიც იყო, არ მინდა, რომ ის განმეორდეს. როცა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ღიად გავაკეთე განცხადება, რელიგიის კანონი იყო პირველი, ჩემთან სახლში დაიწყო მოსვლა პოლიციელების, მათ ჩემი იდენტიფიცირება აინტერესებდათ. მეორე ადამიანი მოვიდა, რომელმაც მოიტანა რაღაც ფურცელი, სადაც ეწერა, რომ არაიდენტიფიცირებული პირი, სამჯერ იყო გამეორებული ჩემი სურათებით. მან მითხრა პირდაპირ – მირჩევნია, დამიჭირონ, ვიდრე მღვდელზე ვიმუშაოო. თქვენით კუდ-ი არის დაინტერესებული, იმიტომ, რომ ჰიპერაქტიური მღვდელი ხართ პოლიტიკურადო. იყო ოდეერი, რომელიც საპატრიარქოში ჰყავდა ყოფილ ხელისუფლებას მივლენილი, დეტექტივ-გამომძიებელი, რომელიც ამბობდა მეუფე იაკობსა და ჩემზე, რომ ესენი გვემით უნდა მოვკლა, როგორც დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელიო“, – განაცხადა მამა ბართლომემ.
სასულიერო პირის თქმით, ის მიმდინარე პროცესებში ჩართულია იმის გამო, რომ სურს საზოგადოება მშვიდობიანად ცხოვრებოდეს, არ იყოს გარკვეული ძალადობა.
„რაც შეეხება არჩევნების პირველ ტურს, ასე თუ ისე, ველოდებოდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა. ასე რომ ვთქვათ, მთავრობის რაღაც შტომ მიანელა ყურადღება ხალხისადმი. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობაში ვიღაცები, შეიძლება არ ვარგოდნენ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, ადამიანების წამებით იყო ციხეში დაკავებული და გარეთაც. მღვდელი ვარ, დავდიოდი ციხეში, ვიღებდი აღსარებებს და ბოლოს აღარ გამიჩნდა სურვილი, რომ ციხეში მივსულიყავი, იმიტომ რომ იქ ისეთ რამეებს ვისმენდი, ამას გარეთ ვერ ვამბობდი, ვერავის ვეუბნებოდი და შინაგანად დიდი პრობლემა მქონდა, ამის დატევა უკვე წარმოუდგენელი იყო. როცა ციხის პრობლემები გასკდა, მაშინ მე გლდანის ციხესთან მივედი და ვთქვი, რომ სააკაშვილი არამარტო საქართველოს წინაშეა დამნაშავე ამ პრობლემების გამო, არამედ სამყაროს წინაშე-მეთქი.
პირველი ტურის შემდეგ, საგანგაშოს იმიტომ ვერ ვხედავ, რომ მოსახლეობის აქტიურობა იყო აქ დაბალი. საზოგადოების პრობლემაც არის, რადგან არ არის აქტიური. წარმოუდგენელია მარტო საზოგადოებას დააბრალო რამე იმიტომ, რომ საზოგადოება დაინტერსებულიც უნდა იყოს მთავრობის მხირდან, მისი გადადგმული ნაბიჯებიდან, რომ ის არჩევნებზე მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
საერთოდ, ამბობენ, სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდესო. თუ არჩევნებზე მივდივარ და ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვიხდი ე.ი. პოლიტიკაში ვმონაწილეობ. მიმაჩნია, რომ სასულიერო პირსაც აქვს უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ამას ვერავინ ვერასდროს წამართმევს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ შერიგებას. ალბათ, არც არასდროს ყოფილან ცალ-ცალკე ეს ადამიანები, ეს პოლიტიკურ პროცესს აწყობდა და ასე გადანაწილდნენ. ერთ-ერთ გადაცემში, შეიძლება ცუდი შედარება ვიხმარე, მაგრამ ისევ გავიმეორებ, ესენი შეკრულები არიან ისე, როგორც კარგად არის დაკერილი ცოცხი და ისე არ იშლება ადვილად, თუ არ გაცვდა. თუ ეს ადამიანები არ გაცვდნენ, ბოლომდე არ გამოჩნდნენ ვინ არიან, ეტყობა საზოგადოებას გარკვეული ცრუ მოლოდინები მათგან აქვს. თქვენ ბრძანეთ, პრეზიდენტს შეზღუდული უფლება-მოვალეობები აქვს და რა საფრთხეს შიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოსთვისო, მისი უფლება-მოვალეობები კი არის შეზღუდული, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის გამოიყვანს ქუჩაში 100 ათას კაცს. ფაქტობრივად, თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაშლის და საზოგადოებას დაუპირისპრდება ისევ არეულობით. ეს გზავნილი წამოცდენილიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ გზავნილი იყო. რაც შეეხება იმას, ვუჭერ თუ არა მხარს მთავრობას, მე ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესებში თავიდანვე ვუჭერდი და იმედი მქონდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და არა რომელიმე ჩინოვნიკის“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები