ოზურგეთში 11 წლის მოზარდს პატრულის თანამშრომელი დაეჯახა

ოზურგეთში, სოფელ მერიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბიჭს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურის მანქანას მართავდა, თუმცა ეს საპატრულო ეკიპაჟი არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მას ქალატვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება აქვს. ის ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები