რომან გოცირიძე: წარმოიდგინეთ ქალბატონი ირმა ჩემი ულვაშით

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს თავის ულვაშებს უთმობს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ინაშვილმა მას და გრიგოლ ვაშაძეს ულვაშები დაუწუნა, ამიტომ ვინც მას უკეთესად დახატავს ულვაშებით, წიგნს აჩუქებს.
“დღეს ბიუროს სხდომაზე ირმა ინაშვილმა მე და გრიგოლ ვაშაძეს ულვაშები დაგვიწუნა. გადავწყვიტე დავუთმო. ძალიან მოუხდება. წარმოიდგინეთ ქალბატონი ირმა ჩემი ულვაშით, თუმცა არც ბატონი გრიგოლის ექნება უარესად.
ფანტაზია თქვენთვის მომინდვია. ვინც უკეთესად დახატავს, ვჩუქნი რაიმე კარგ წიგნს”, – წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები