წყალდიდობა ბალკანეთში (ფოტოკოლაჟი)
ბალკანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-მიაღწია.სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, მსხვერპლია სერბეთში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში და ხორვატიაში. სტიქიის შედეგად, საკუთარი სახლების დატოვება ათობით ათას ადამიანს მოუხდა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი სერბეთშია, სადაც ქალაქებისა და სოფლების შემდეგ, დატბორვა ქვეყნის უმსხვილეს ელექტროსადგურს ემუქრება. ექსპერტების შეფასებით, ამ რეგიონში ასეთი მასშტაბის წყალდიდობა ბოლო 120 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად რეგიონში უკვე ჩავიდნენ რუსეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები.