ტაილანდში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

ტაილანდის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. ქვეყნის შეიარაღებულ ძალების განმარტებით, გადაწყვეტილება სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება. მათი თქმით, გადაწყვეტილება გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანაში წესრიგისა და კანონის დასაცვის მიზნით მიიღეს. ტაილანდის სამხედრო ხელისუფლებამ ქვეყანაში ყველა სახის აქციის გამართვა უკვე აკრძალა, ასევე დაწესდა კონტროლი მედიასაშუალებებზე.
შეგახსენებთ, რომ ტაილანდში ანტისამთავრობო გამოსვლები ნახევარ წელზე მეტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები