გრიგოლ ვაშაძე: 100 ათას თამოქალაქესთან ერთად ქუჩაში გამოსვლას ვერავინ დამიშლის (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვერავინ შეძლებს მის შეკავებას, თუ ის 100 ათას მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ვაშაძემ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვერავინ დამიშლის, რომ ჩავერთო პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც მე მოვუწოდებ 50 000 ან 100 000 თანამოქალაქეს, რომ გამოვიდეს ქუჩაში და შეუერთდეს ჩემს პროტესტს, ვინ შეძლებს შემაკავოს? უბრალოდ, წარმოიდგინეთ, როგორი დემონსტრაცია იქნება. ასე რომ, ე.წ “ქართული ოცნება” ძალიან მართალია, როდესაც სიკვდილამდე ეშინიათ ამ პოსტის, მაგრამ მათ წააგეს ეს ბრძოლა”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები