2025 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტში
2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილის), გადამუშავებული კაკლოვანი ხილის და თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლის) ექსპორტში, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„კარტოფილის ექსპორტის ღირებულება 18.5 მლნ დოლარით (44-ჯერ) გაიზარდა და 18.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
კაკლოვანი ხილის ექსპორტი 10.6 მლნ აშშ დოლარით (42%-ით) გაიზარდა და 35.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც ექსპორტირებულია 19.0 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, მას მოსდევს თურქეთი, 1.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტით.
გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტმა 9.5 მლნ აშშ დოლარით (97%-ით) მოიმატა და 19.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
თესლოვანი ხილის ექსპორტი 5.4 მლნ აშშ დოლარით (5.4-ჯერ) გაიზარდა და 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებში შედის სპირტიანი სასმელები – 68.8 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები – 64.1 მლნ აშშ დოლარი, კაკლოვანი ხილი – 35.8 მლნ აშშ დოლარი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 19.3 მლნ აშშ დოლარი და კარტოფილი – 18.9 მლნ აშშ დოლარი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.