კახა კალაძე: ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის
“ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარაცხალაძის ბრალის წარდგენის ფაქტს.
კალაძე განმარტავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქმე ეხება გასულ წელს “ელცენტროში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.
ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.