ნუკრი ქანთარია: შეუძლებელია, რუსული მენტალიტეტის „მატრიოშკა“ ჩინოვნიკს, ხალხმა საშუალება მისცეს, რომელიმე შტოში გამაგრდეს
შეუძლებელია, რომ ძველი რეჟიმის წარმონაქმნს, რუსული მენტალიტეტის „მატრიოშკა“ ჩინოვნიკს, რომლის შიგნითაც დამნაშავეები სხედან, ქართველმა ხალხმა მისცეს საშუალება რომელიმე შტოში გამაგრდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2 წელიწადში ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეძლოს პრობლემების აღმოფხვრა.
ნუკრი ქანთარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვასაც გამოეხმაურა.
„შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ ხარვეზების აღიარება და ზუსტად განსაზღვრა ცოტას თუ შეუძლია. ძალიან ზუსტად, გულწრფელად იყო სწორედ ის ხარვეზები და შეცდომები განსაზღვრული, რაც ამ ხნის განმავლობაში მოხდა, რაც ბატონმა ბიძინამ ჩამოთვალა. ასევე ის პირობები, რაც შემდგომში უნდა მოხდეს. აქ იყო მიმართვა როგორც ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასევე იმ ხალხის მიმართ ,რომელიც ჩვენს გვერდში იდგა და გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდა „ოცნების“ განზე. ახლა თვითგვემას არ უნდა მივეცეთ. არაფერი თვითსაგვემი აქ არ არის ნამდვილად. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ვისაც თვალი და ყური აქვს. მაგრამ, ბევრი რამ ვერ გაკეთდა. მოლოდინსა და შედეგს შორის იყო საკმაოდ დიდი სხვაობა. სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ უახლოეს ხანში სწორედ ძირითად პრობლემებს გაუსწროდება თვალი. ეს იყო ძირითადი გზავნილი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც არის უკვე კონსოლიდირებული, არის ამოქმედებული.
თუ ის, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებს მაინცდამაიცნ დიდი სერიოზულობით ვერ შევხედეთ და ეს გამოჩნდა, ჩვენმა მოსახლოებამ კი საკმაოდ სერიოზულად მიაპყრო ყური ამ არჩევნებს და გამოგზავნა ძალიან სერიოზული გზავნილი ჩვენს მიმართ. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, აღქმულია და სრული რწმენა მაქვს იმისა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სიძულვილის რკალში შესვლას. ჩვენი მოქალაქეები ვერ დაუშვებენ ამას, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო ეს ყველაფერი. ეს იყო გუშინ, ფაქტობრივად“, – განაცხდა ქანთარიამ.
ამასთან, როგორც ქანთარიამ აღნიშნა, აუცილებელია რომ ადამიანი, ამ ქვეყანაში დაფასებული იყოს თავისი ნიჭისა და კვალიფიკაციის მიხედვით და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრებით დაკომპლექტდეს მთავრობა.
„ჩვენ ვნახეთ ბვერი მოსეირნე თანამდებობის პირი, რომელმაც შემოისეირნა რაღაც თანამდებობაზე, საინდან მოვიდა საზოგადოებამ არ იცის, სად წავიდა, ისიც ვერ გაიგო. იდეა დაიკარგა, 2012 წელი იყო იდეა, ამ იდეაზე ხალხი მზად იყო, თავი გაეწირა. ეს იდეა, ფესვი გაფერმკრთალდა. მისი გზავნილიც სწორედ აქეთკენ იყო, რომ რისთვისაც მოხდა 2012 წელი, სწორედ ის ღირებულებები გაცილებით მკაფიო უნდა გახდეს, ჩვენ გვაქვს 2 წელი ვადა იმისთვის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, პარლამენტმა მაქსიმალურად შეძლოს პრობლემების აღმოფხვრა. რეალური რეფორმები, რეალური საქმეები უნდა განხორციელდეს ამ 2 წელიწადში. ეს 2 წელიწადი არის ის დრო, რაც ეკუთვნის პარლამენტს. შემდგომში საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის ანდობს შემდეგ ქვეყნის ბედს. აქ ერთი რამაა უმთავრესი, ასეთი დიდი რესურსის ჩართვა , ასეთი ამბავი რაც დღეს ხდება, ასეთი დაძაბულობა, რასაკვირველია, არ იქნებოდა აქ ჩვეულებრივი ოპოზიცია რომ იყოს , ოპოზიცურ კანდიდატს რომ მოეხერხებიან მეორე ტურში ასე ფეხდაფეხ გამოდევნება ჩვენი კანდიდატისათვის, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, აქ არის რევანში , ამის საფრთხე შეიქმნა რომელსაც, რასაკვრველია, ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისთვის, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა.
ივანიშვილმა ამომრჩევლებს სთხოვა, არჩევნების მეორე ტურზე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
„რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.
თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს!
ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“, – განაცხადა ივანიშვილმა მიმართვაში.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე