ეკა ბესელია: ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებს არ უკავშირდება
“ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვინმეს ხელი დაეფაროს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაიმე გადაიფაროს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ყოფილი მთავრი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი თემების არჩევნებთან დაკავშირება ხშირად ხდება, თუმცა გამოძიებას ვალდებულება აქვს, რეაგირება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინოს.
„პროკურატურა ინფორმაციას გაასაჯაროვებს და ვნახავთ, საუბარი რა ბრალდებაზეა. რეაგირების ფაქტი მნიშვნელოვანია. საარჩევნო კალენდართან დაკავშირება მუდმივად ხდება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას ვალდებულება აქვს, რეაგირება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინოს. ყველაზე სწორი მიდგომაა, საკითხები კანონისა და სამართლიანად გადაწყდეს და არა ის, ვინმე სამაგალითოდ და საჩვენებლად დაისაჯოს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვინმეს ხელი დაეფაროს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაიმე გადაიფაროს. ყველაფრის გადაწყვეტა კანონის სტანდარტით უნდა მოხდეს“, – აღნიშნავს ბესელია.
შეგახსნებთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.