“ქართული ოცნების” ოფისში რეგიონის შტაბების ხელმძღვანელები და მერები იმყოფებიან

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში რეგიონის შტაბების ხელმძღვანელები და მერები იმყოფებიან. შეხვედრას თბილისის შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძე უძღვება.
მცხეთის მერის, გიორგი კაპანაძისთვის უცნობია, თუ რა ტიპის შეხვედრა გაიმართება დღეს. მისივე თქმით, ის მერის სტატუსით არის დაბარებული.
“არ მაქვს ჯერ არანაირი ინფორმაცია, უბრალოდ დამიბარეს. მოვედი, ვნახავ რა ტიპის შეხვედრა იქნება. როგორც მერი, მე ამ სტატუსით დამიბარეს, ალბათ, ასე მოხდა სხვებთან მიმართებაშიც”, – განაცხადა მცხეთის მერმა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მეორე ტურის სამზადისი, წინასაარჩევნო გარემო და მეორე ტურთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილება. შეხვედრას თბილისის შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, რეგიონების შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები