ბოლივიის პრეზიდენტი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ხელი მოაწერა ერთლწიან კონტრაქტს ქვეყნის პირველი დივიზიონის პროფესიონალურ კლუბთან Sport Boys-თან, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 54 წლის პოლიტიკოსი მატჩს 20 წუთის განმავლობაში შეასრულებს, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ყველა შეხვედრას ვერ დაესწრება. მორალესის ხელფასი კლუბში თვეში 214 დოლარს შეადგენს. ბოლივიის პრეზიდენტი 10 ნომერი მაისურით ითამაშებს. პრეზიდენტის განცხადებით, ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მზად არის სათამაშოდ. ადრე მორალესი მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობდა, რომელიც ჟურნალისტებთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ტარდებოდა. 2006 წელს კი მან მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს ცხვირი გაუტეხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები