ფოტოხელოვნებით გატაცებული ბიზნესმენი (ფოტოკოლაჟი)
გორლოვკელმა 43 წლის ბიზნესმენმა სერგეი კოშელევმა მთელი ცხოვრება ფოტოხელოვნებას მიუძღვნა.
“რაც თავი მახსოვს, ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ფოტოგრაფია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ძალიან მიყვარდა მამაჩემის ფოტოსურათების თვალიერება. მან შემაყვარა ფოტოხელოვნება“.
ოსტატის თქმით, მისი სიუჟეტური სფეროს ინტერესი მრავალფეროვანია, რადგან ვინ მოხვდება ხვალ ობიექტივში, არავინ იცის.
“ფოტოსურათების უმეტესობას სპონტანურად ვიღებ. ვსეირნობ ქალაქში და საინტერესო მომენტებს ვიღებ, სინამდვილეში ყოველ წუთს ჩვენს გარშემო უამრავი საინტერესო ამბავი ხდება, ოღონდ ჩვენ ძალიან ცოტა რამეს ვამჩნევთ”, – განმარტა სერგეი კოშალევმა.
ფოტომოყვარულის სურათებში არის ისეთები, რომლებზეც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ნადირობდა ფოტოსურათის გადასაღებად.
„ზაფხულის ერთ დღეს შევნიშნე პატარა ჩიტი, რომელიც გამუდმებით ერთ ადგილზე ტრიალებდა. ის სხვადასხვა ფერის ულამაზესი ჩიტია და სამი დღე ვცდილობდი მისთვის ფოტოსურათის გადაღებას, თუმცა იმ შედეგს, რისი მიღებაც მინდოდა, ვერ მივაღწიე”, – გაიხსენა სერგეიმ.