“Wikipedia -ში ვნახე სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიები – სრულად ვდებ”!

„წეღან Wikipedia -ში ვნახე სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიები, რომლებსაც სრულად დავდებ ახლა აქ – ზუსტად ისე, როგორც ეს Wikipedia- ში დევს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და Wikipedia -ს მასალას აქვეყნებს.
“წეღან Wikipedia -ში ვნახე სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიები, რომლებსაც სრულად დავდებ ახლა აქ – ზუსტად ისე, როგორც ეს Wikipedia- ში დევს.
სალომე ზურაბიშვილი:
(ქვეთავი – ბიოგრაფია)
სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. 1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი იყო.
1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა – მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2005-2006 წლებში „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი; 2006-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი; 2006-2016 წლებში საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი; 2010-2015 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი.

——————–

გრიგოლ ვაშაძე

(ქვეთავი – ბიოგრაფია)

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“.

2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს, 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნით. 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი”, – წერს ნინო ლაბარტყავა.

როგორც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, გრიგოლ ვაშაძე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე ოთხი თვით ადრე დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ომის შემდგომ კი კულტურის მინისტრად გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები