ბოსნია-ჰერცოგოვინაში გლოვის დღეა

ბოსნია-ჰერცოგოვინას ხელისუფლებამ გლოვის დღე გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბოლო 120 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა. წყალდიდობის გამო სერბეთის 12 რეგიონიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ნახევარ მილიონამდე ადამიანი ევაკუირებულია. მოსახლეობა ვერტმფრენებით სპეციალურად გახსნილ თავშესაფრებში გადაჰყავთ. ბელგრადმა სტიქიისგან დაზარალებული 15 ათასი ადამიანი უკვე შეიფარა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას 40 ადამიანი ემსხვერპლა. ბოსნიაში კი დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ზლატკოა ლაგუმჯიას განცხადებით, დანგრეულია 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ძლიერი წვიმების შედეგად 90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს დანაღმულ ტერიტორიებზე მეწყერები ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები