გიორგი მარგველაშვილი: სასწრაფოდ, უნდა შეიქმნას უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა, რომელიც უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს
“სასწრაფოდ შესრულდეს ის დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა შეიქმნებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უშიშროების საბჭოს გაუქმება, სტრატეგიული პარტნიორებისგანაც პრობლემად არის აღიარებული.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, სასწრაფოდ შესრულდეს ის დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა შეიქმნებოდა. ეს სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.