იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ადასტურებს.
მისი განმარტებით, მიხანაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციებს, დროებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე შეითავსებს.