თეა წულუკიანი: გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო სკამისთვის კი არა, სააკაშვილის შეწყალებისთვის იბრძვის

“გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო სკამისთვის კი არა, სააკაშვილის შეწყალებისთვის იბრძვის”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაშაძის მიზანია არამხოლოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, არამედ, სხვა მაღალჩინოსნებისაც. “ეს ორი კანდიდატი არიან ისინი, ვინც არიან და ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვფიქრობ და მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი. მან ეს ღიად გვითხრა და მას არ აქვს სხვა მიზანი, თუ არა მოხვდეს ამ სკამზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და სხვა ის ადამიანები ვინც დღეს ან ქართულ საპატიმროებში არიან ან კიდევ არიან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში ანუ რომელთა ექსტრადაციაც მოთხოვნილია”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები