ზურაბ ჯაფარიძე: სააკაშვილის სურვილია, რომ მეორე ტურამდე ქვეყანაში მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია

“კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს”, – ამის შესახებ “გირჩის” პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სააკაშვილი მალევე არ ჩამოვა, რადგან მას გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ.
„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ახლაც მგონია, რომ ასე უყურებს ამ რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ. გაპრეზიდენტების მერე არამგონია, მალევე ჩამოვიდეს, ჯერ გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ. 2019 წელს დაიწყებენ ბევრ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია, რომ ვერ გაიტანენ და მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მან გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს “გირჩის” პოზიცია არ არის, თუმცა მისივე თქმით, მომავალში ეცდება, რომ საერთო პოზიცია იქნას დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები