სერბეთის 12 რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
წყალდიდობის გამო სერბეთის 12 რეგიონიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. მოსახლეობა ვერტმფრენებით სპეციალურად გახსნილ თავშესაფრებში გადაჰყავთ. ბელგრადმა სტიქიისგან დაზარალებული 15 ათასი ადამიანი უკვე შეიფარა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 40 ადამიანი ემსხვერპლა. ბოსნიაში კი დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. ქვეყანაში, წყალდიდობასთან ერთად, მეწყერის საშიშროებაც გაჩნდა.