მიხეილ სააკაშვილი: არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს
„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს. ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს. ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს. არც მარგველაშვილისთვის მიმიმართავს შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ, მივმართო შეწყალებისთვის. ვისი რა შესაწყალებელი მჭირს. ალბათ, ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არაფერი წამიღია საქართველოდან. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრებაც არ არის და წიგნებიც ჩავიტანეთ საკუთარი ხელით. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს და ბევრად უარეს მატერიალურ პირობებში ვიდრე ცხოვრობდა ჩემს პრეზიდენტობამდე. მე არცერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.