რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვრიდან უკან დახევის ბრძანება მიიღეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედროებს უკრაინის საზღვრიდან უკან დახევა უბრძანა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს განკარგულება თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტისგან მიიღო.
“წვრთნების დასრულების შემდეგ ქვედანაყოფები სარკინიგზო ტრანსპორტით დაუბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის პუნქტებს”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამგზავრებამდე უკრაინაში არსებული მდგომარეობა უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა. პრეზიდენტმა მეზობელ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასა და მზარდ დაძაბულობაზე გაამახვილა ყურადღება.